მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - 49-ე და 68-ე საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები კანონის სრული დაცვით გააძევეს

#49 და #68 საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები კანონის სრული დაცვით გააძევეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განუცხადა.

„დილიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწეოდნენ პროვოკაციებს და ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიის მუშაობას. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ არ შეწყვიტეს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ხელის შეშლა, რის გამოც ორივე გააძევეს“, - განაცხდა ასანიძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 14%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, საოლქოში კი 10 საჩივარია შესული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს