მამუკა მდინარაძე - ადგილი ჰქონდა პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ ვითარებაში

ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ ვითარებაში, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველის ნორმალური აქტივობაა.

„საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ ვითარებაში. ამისთვის მინდა სამართალდმაცველ ორგანოებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე მან დიპლომატიური კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მოუწოდა, მაქსიმალური ყურადღება მიმართონ ზუგდიდისკენ.

„ზუგდიდში ნათლად ჩანს, როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ასევე დღესაც, რომ რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ დაძაბულობის ცენტრი შექმნან. ჩვენ ვნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ე.წ. ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. ეს გასაგებია, რომ მათი მიზანია, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდა, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა ადგილზე და განსაკუთრებით ზუგდიდში, არ წამოეგონ. მისივე თქმით, გარკვეული პროვოკაციული ფონი მარნეულშიც შეინიშნება „ევროპული საქართველოს“ მხრიდან და ისინი სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა