ნინო გოგუაძე - მივმართავ ცესკოს თავმჯდომარეს, ფორმალურად მაინც შეასრულოს დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია

ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს, ფორმალურად მაინც შეასრულოს დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია.

როგორც გოგუაძემ აღნიშნა, მათ დამკვირვებლებს ხელს უშლიან თავისი ფუნქციის შესრულებაში, კერძოდ იმაში, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ.

„ჩვენი დამკვირვებლები ამოწმებენ პირადობის მოწმობებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისისას და კერძოდ, თამარ ჟვანიას, რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და ნუ შეუშლის ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს. ყველა ასეთ შემთხვევას, როდესაც დამკვირვებლებს არ ეძლევათ უფლება შეასრულონ თავისი ვალდებულებები, ჩვენი მხრიდან ექნება სამართლებრივი რეაგირება. მინდა მივმართო ასევე მთაწმინდელებს და ვთხოვო - ნუ დარჩებით სახლში, არჩევნების დღე არის ის დღე, როდესაც მთელი ძალაუფლება თქვენს ხელთაა და თქვენ აყალიბებთ თქვენს მომავალ ხელისუფლებას. გამოდით და გააკეთეთ არჩევანი, ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს