თინა ბოკუჩავა - უკიდურესი ცინიზმია, როდესაც პროვოკაციაზე განცხადებები თალაკვაძისგან, მდინარაძისგან და გახარიასგან გვესმის

მე მათ ნამდვილად ვიცნობ, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალას.

ბოკუჩავას გამორიცხავს მსგავსი ტიპის თათბირის არსებობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდებს.

„ის ორი პიროვნება არ არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, თუმცა ჩვენ ვგმობთ ყველანაირ განცხადებასაც კი, რაც რაიმე ძალადობას ეხება. ამიტომ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და რა ვითარებაში მოხდა ამის ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია რაიმე ტიპის თათბირზე.

ჩემთვის ორი ქალის სახელი და გვარია ცნობილი, მათ მე ნამდვილად ვიცნობ, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან. აუცილებლად უნდა გამოძიონ ეს ფაქტი, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ან რამეს დავაფაროთ ხელი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, ცინიზმია როდესაც მმართველი პარტია რაიმე სახის პროვოკაციაზე საუბრობს, რადგან თავად ახდენდნენ ძალადობას სანდრა რულოვსის კამპანიის დროს.

„უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძისგან, მდინარაძისგან და გახარიასგან ჩვენ გვესმის პროვოკაციაზიებზე განცხადებები, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი კამპანია სანდრა რულოვსის მიმდინარეობდა უკიდურესად ძალადობრივ ფონზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა