„ქართული ოცნების“ წევრი - ხულოში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება არ არის - „ნაცმოძრაობის" წევრები საპატრულო პოლიციის მანქანას სპეცრაზმს ეძახიან

ხულოში სპეცრაზმის საჭიროება არ არის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება სამაგიდო სიებს, მისი თქმით, ის ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასზე ყველა მოქალაქეს აქვს წვდომა.

„დიდი მადლობა ხულოში საარჩევნო უბანთან მოსულ ამომრჩეველებს. ასევე ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე ჯერ არ მისულა - დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ხულოს მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ ექსცესებს ადგილი არ აქვს. რაც შეეხება სპეცრაზმის მობილიზებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

ხულოს რაიონში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება არ დგას, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპატრულო პოლიციის მანქანას სპეცრაზმს ეძახიან.

პოლიცია ცდილობს, რომ არჩევნები მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩატარდე“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს