ირმა ნადირაშვილი - მოვუწოდებ ცესკოს და თამარ ჟვანიას, არ გაბედოს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობის მიღება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე გამოჩნდნენ ცესკოს წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ აძლევენ მითითებებს საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს, ამომრჩევლები პირადობების შეუმოწმებლად შეუშვან უბნებზე. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ამ მითითებების გამო მათ დამკვირვებლებს და საარჩევნო კომისიის წევრებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ.

„საარჩვენო უბნებზე უკვე გამოჩნდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შეუშვან ადამიანები და მისცენ ხმა. ეს კანონის პირდაპირი დარღვევაა. ჩვენს დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს აქვთ უფლება და მათი მოვალეობაა შეამოწმონ პირადობის მოწმობები, რადგან ამით გვინდა ჩვენ თავიდან ავიცილოთ „კარუსელები“, გაყალბებული და ვადაგასული პირადობის მოწმობებით შემოსვლა და ა.შ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და თამარ ჟვანიას, არ გაბედოს ამ შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ამ გაყალბებაში და შესაძლო „კარუსელების“ დატრიალებაში. მან უნდა შეასრულოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია და უნდა მოახერხოს სამართლებრივად ჩაატაროს ეს არჩევნები და ადამიანებს მისცეს საშუალება, რომ მათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამასთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შს მინისტრს და პოლიციას მიმართავს, დროულად მოხდეს ძალადობის ისეთ ფაქტებზე რეაგირება, როგორიც მარნეულში დაფიქსირდა.

„მარნეული ზოგადად არის ცხელი წერტილი და დღესაც იქ არჩევნებმა ცემა-ტყეპის გარეშე ვერ ჩაიარა. ერთ-ერთ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. პოლიციამ დააგვიანა ამ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება და ამის შემდეგ რომ არ იყოს მსგავსი ინციდენტები და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს საარჩევნო პროცესი, მე მოვუწოდებ გახარიას და პოლიციას, რომ იყოს დროული ჩარევა ყველა ასეთი შემთხვევის დროს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო