დამკვირვებლის განცხადებით, მარნეულის 68-ე უბანზე ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს

მარნეულის 68-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ურნაში უცნობმა პირმა ბიულეტენები ჩაყარა. გავრცელებული ცნობით, ის საარჩევნო უბნის შიდა პერიმეტრზე სპეციალური „ბეიჯების“ გარეშე გადაადგილდებოდა.

„აღმოვაჩინე დარღვევა, დავიწყე გადაღება. მითხრეს კომისიის წევრებმა, თითქოს მე ვიღებდი სიებს და დამესხნენ თავს. კამერის გატეხვას და მასალის წაშლას ცდილობდნენ. რომ არა ჩემი თანხმლები პირები, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ამასობაში, ვიღაცა შემოვიდა, ბიულეტენები ჩატენა ყუთში და მერე გაიტაცა“, - აცხადებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი.

თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კობა ასანიძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ახლა გაისმა აქ ბრალდება, თითქოს გაიტაცეს ბიულეტენები. ამ განცხადების ავტორს თავად გაეცინა ამაზე ირონიულად“, -აცხადებს კობა ასანიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა