საია - კენჭისყრის პროცედურები არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოს და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება

საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.

„ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა. ინცინდენტები მოხდა #9, #95 და #97, #87 საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ში მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

საია-ში აცხადებენ, რომ „ფარულობის პრინციპი ირღვევა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს“.

„საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილებიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირთა დიდი რაოდენობა იმყოფება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა. მან უნდა უზრუნველყოს სადამკვირვებლო სივრცის სამართლიანი განაწილება ისე, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს დაბრკოლებები არ შეექმნათ ამომრჩევლებს“,- აცხადებენ საია-ში.

მათივე ცნობით, „ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის ოლქში დაიწერა სულ 5 საჩივარი“.

- #73 და #75 საარჩევნო უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა); - #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი); -#108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს - ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია)“,- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მარნეულს, „ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ მარნეულის ოლქში დაიწერა სულ 1 საჩივარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა