დიმიტრი ცქიტიშვილი „თავისუფალი საქართველოს“ წევრზე - უბანზე საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, საბოლოო ჯამში კი პოლიციამ დააკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას ბრალდებას უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა. ცქიტიშვილის განცხადებით, გოგი წულაიას ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მათმა წარმომაადგენელმა საარჩევნო უბანზე კამათი თავად დაიწო და ეს პრიმიტიული პროვოკაცია იყო.

„ზოგადად, ზესტაფონში მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები და აქტივობა მაღალია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია. საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, მას სთხოვეს უბნიდან გასვლა, საბოლოო ჯამში, იმდენი უწესრიგობა მოაწყო, რომ პოლიციას მისი დაკავება მოუწია. დაჯარიმდება თუ არა სასამართლო გადაწყვეტს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები პროვოკაციებით ცდილობენ, რაღაც სურათი შეცვალონ. ფაქტია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ზესტაფონში, სოფელ სვირში „თავისუფალი საქართველოს" წევრი დააკავეს. სასამართლოში პროცესი ამ დროისთვის მიმდინაროებს. ზესტაფონის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებით, მათი წარმომადგენელი უბანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი „მკვდარი სულების" გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა