კახა კუჭავა - ჭიათურაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არ დაფიქსირებულა არცერთი დარღვევა

ჭიათურაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არ დაფიქსირებულა არცერთი დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ხმების დათვლაზე, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, კახა კუჭავამ ჭიათურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კუჭავამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.

„როგორც მოგეხსენებთ, ჭიათურაში მიმდინარეობს მერის არჩევნები და ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები. 58-ვე უბანი გაიხსნა 8 საათზე და პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, თავისუფალ გარემოში. ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა არცერთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ხმების დათვლაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც გამოიჩინა პასუხისმგებლობის გრძნობა, მოვიდა და არჩევანი გააკეთა დღეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და წინასწარი პროგნოზთ, გავიმარჯვებთ პირველივე ტურში. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს გააქტიურდეს და არ დაიზარონ საარჩევნო უბნებზე მისვლა, თითოეული ხმა გადამწყვეტია“, - განაცხადა კუჭავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს