ირაკლი სესიაშვილი - მადლობა „ნაციონალურ მოძრაობას“,  რომელმაც დაადასტურა, რომ მარნეულში არანაირი დარღვევა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მარნეულში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ოპოზიცია კი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს დარღვევებია.

"ჩვენ ყველამ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“, მე ასე ვიტყოდი, არადამაჯერებელი ბრიფინგი, რომელზეც საუბრობდა, მისივე თქმით, უპრეცენდენტო გაყალბებაზე თუმცა, მადლობა იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მარნეულში არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ვერანაირი ფაქტი ვერ დაასახელა, გარდა იმისა, თითქოს და გარკვეულ დამკვირვებლებს ენერგიის წყაროს არ აძლევენ, რაც ალბათ, სასაცილოა თითოეული თქვენგანისთვის. მთავარი არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობს, ამომრჩეველი პირველ რიგში ხედავს, რომ მშვიდ გარემოში უწევს არჩევანის გაკეთება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ოპონენტებსაც, რომ პატივი სცენ მოქალაქეებს და მათ თავისუფალ არჩევნს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა მარნეულში გამართულ ბრიფინგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა