შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაკავებული 5 პირიდან უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა