სოზარ სუბარი - ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული, იქ ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში

ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული. რაც ზუგდიდში ხდება, ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისი თქმით, სამართალდამცავებს მყისიერი რეაქცია აქვთ ყველა მცირედ გადაცდომაზეც კი.

„არანაირი სპეცრაზმი ზუგდიდში არ არის მობილიზებული. არის საკმარისი რაოდენობის პოლიცია იმისთვის, რომ უზრუნველყონ წესრიგი. როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველ სამ ამომრჩეველზე ერთი აქტივისტი ჰყავს ჩაყვანილი და ღიად აცხადებს, რომ მათი მიზანი არის არეულობის მოწყობა, ცხადია, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაამყაროს წესრიგი და ეს წესრიგი რომ მყარდება, ამას კარგად ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში. მართლაც, უმცირეს გადაცდომაზეც მყისიერი რეაგირება აქვს პოლიციას და მაშინვე ხდება სიწყნარის და სიმშვიდის დამყარება. დაკავებულია ყველა ის ადამიანი, რომელსაც თუნდაც უმცირესი გადაცდომა ჰქონდა. ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული. რაც ზუგდიდში ხდება, ხდება ყველაფერი კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერის მრჩეველმა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა, გარდა ნიკა გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში ჯილდოდ დაწესებული 1000 ლარისა.

„დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, ოღონდ ეს დარღვევა არის პროცედურული ხასიათის. ყველაფერზე იყო აბსოლუტურად რეაგირება. რეაგირება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მხრიდან, ისევ და ისევ, სადაც იყო ოდნავ მაინც გადაცდომა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოდიოდა, იქ უკვე სამართალდამცავებმა გააკეთეს რეაგირება. რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოგონილი ჭორები, რომელზეც ვერცერთი ფაქტი ვერ დასახელდა. ერთადერთი, თუ ვლაპარაკობთ მოსყიდვის მცდელობაზე, ასეთად შეიძლება ჩავთვალოთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ ვინმემ რამე მომიტანეთ და 1000 ლარს გადაგიხდითო. აი, ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში,”- დასძინა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა