ირაკლი ჩიქოვანი - სანდრა რულოვსი არასდროს გეგმავდა ზუგდიდელებზე ზრუნვას - მათი მთავარი საზრუნავი იყო მთელ საქართველოში დებოში და ქაოსი

ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი არც არასდროს გეგმავდა ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას, არამედ, მათი მთავარი სამიზნე და საზრუნავი იყო მთელ საქართველოში დებოშის და ქაოსის ატეხვა, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ მიმართვა ნათელი დადასტურებაა იმ ინფორმაციის, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ გავრცელდა.

„პირველივე ტურში დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდიდს მომავალი მერი. თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, მათ კვლავ უნდა გააგრძელონ აქტივობა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება. ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის.

რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა სხვადასხვა პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო ზუგდიდში სიტუაციის არევა, სიტუაციის ე.წ. ადუღება, როგორც ისინი იძახიან და შემდგომში ამ ვითარების განვრცობა მთელ საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდში ისინი ვერ მოახერხებენ. მიხეილ სააკაშვილის ლაივჩართვა ნათელი დადასტურებაა იმ ინფორმაციის, რომელიც ჩვენი შტაბის მიერ გავრცელდა რამდენიმე საათის წინ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო