გრიგოლ ვაშაძე - „ქართული ოცნების“ წევრები 2018 წელსაც შრიალებდნენ და აშინებდნენ მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს

„ქართული ოცნების“ წევრები 2018 წელსაც შრიალებდნენ და აშინებდნენ მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ რომ შეტევაზეა გადასული, რადგან ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ და მიხეილ სააკაშვილმაც თავის მიმართვაში ეს თქვა.

„2018 წელი მინდა გაგახსენოთ, როდესაც ე.წ. “ქართული ოცნების“ ნებისმყოფელები მთელი კამპანია შრიალებდნენ და აშინებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ვითომდა იმ არეულობით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. "გაერთიანებულ ოპოზიციას" ვერ ამბობენ, ძალიან მწვავედ, მეგრული წიწაკასავით აჯდებათ ენაზე. არაფერი იქნება რაც კანონის ფარგლებს გარეთ გადის, მაგრამ ჩვენ ჩვენ უფლებებს დავიცავთ. ეს იყო, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ ხელისუფლება მხოლოდ „რაღაცას აბრალებს“ გაერთიანებულ ოპოზიცია კი ფაქტებს დებს - ვიდეოჩანაწერენს, სიებს და ა.შ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა