სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან. ისინი პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ, თუ რატომ დააკავეს pressa.ge-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

ჟურნალისტი სუზი მკრტიჩიანი ამბობს, რომ დაკავების დროს ის გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ისინი სოფელ რუხის გზაზე პიკაპებს იღებდნენ, სადაც მისივე ინფორმაციით, „აქციის დასაშლელი მოწყობილობა ეწყო“.

"ამ დრომდე უცნობია, რა გახდა გიორგის დაკავების მიზეზი. გიორგი იყო ჩვენთან ერთად. მე და ჩემი ოპერატორი ვარკვევდით, თუ რა მიზამს ემსახურებოდა პოლიციის ასეთი მობილიზება. გიორგი იმ წამს იყო ჩვენთან. პიკაპებს ვიღებდით, რომელშიც ეწყო ხელკეტები და აქციის დასაშლელი სხვა მოწყობილობა", - განაცხადა მკრტიჩიანმა.

მისივე ინფორმაციით, კაპანაძეს ხელები გადაუგრიხეს და ისე დააკავეს, მიზეზი არ აუხსნიათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა