გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვეს.

ისინი სამხარეო პოლიციის უფროსთან, ნიკოლოზ დიასამიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ადგილზე განუმარტეს, რომ დიასამიძე შენობაში არ იმყოფებოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც ჟურნალისტს აკავებენ და არ აძლევენ ადვოკატის მიყვანის უფლებას, ეს არის გატაცება.

"როდესაც არ ამბობ, რისთვის გყავს დაკავებული და არ ეუბნები ჟურნალისტებს, სად გყავს, ეს არის გატაცება. რადგან ერთხელ გაიტაცეს და აფგან მუხთარლი გააპარეს სუს-ის დახმარებით, ახლაც ჰგონიათ, რომ ეს გაუვათ", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო