კახა კალაძე საია-ს მიერ მისი განცხადების შეფასებაზე - ცოტა გაუგებარია - ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კითხვას ირონულად პასუხობს და აცხადებს: „ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი“.

კახა კალაძის თქმით, საიას-ს განცხადება მისთვის გაუგებარია.

„გაუგებარი იყო საია-ს განცხადება, შემაშფოთებელი უწოდა და ასევე თვითონ განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები“, - აცხადებს კახა კალაძე.

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა