„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ზესტაფონში საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა

ზესტაფონში 53-ე საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატმა არჩევანი საარჩევნო კაბინაში შესვლის გარეშე გააკეთა, რითაც ფარულობის პრონციპი დაირღვა.

„მაია ჩხეიძემ უბანზე განახორციელა ღია აგიტაცია და იმ მომენტში საარჩევნო უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა“, - განაცხადა ბექა ონიანმა.

მომხდარის გამო მათ საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა