ქეთევან ციხელაშვილი - არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს

არ შევეგუებით იმას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და რა ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, სანამ სამართალი არ აღსრულდება. პასუხისმგებლობა კი საოკუპაციო ძალას ეკისრება, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმთ, დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას ცივსისხლიანი მკვლელობიდან და იმ კონკრეტული პირის მხრიდან, რომელსაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში შეფარდებული აქვს პატიმრობა, მაგრამ ოკუპირებულ მხარეს ჯერ კიდევ დაუსჯელია.

„გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება გიგა ოთხოზორიას სახელი და მისი თავდადება. პატივი იყო მისი ოჯახისათვის სამოქალაქო თავდადებისათვის მედლის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 2019 წლის იანვარში, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, და პირველ რიგში, მისმა ქეთიმ და აკაკიმ, ქალბატონმა ჯულიეტამ და მისმა მეუღლემ, ნინომ, რომ გიგა გმირია მთელი საქართველოსათვის.

არ შევეგუებით იმას, რომ მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. რა დროც და რა ძალისხმევაც უნდა დასჭირდეს ამას, ეს საკითხი იქნება აქტუალური, სანამ სამართალი არ აღსრულდება.

პასუხისმგებლობა კი საოკუპაციო ძალას ეკისრება. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა წინა წლის ზაფხულში რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რომელთა შორის ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული სიცოცხლის უფლების ხელყოფაა“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს იმართება არჩევნები ზუგდიდში, იქ, სადაც გიგა ოთხოზორია ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობენ მისი შვილები და ოჯახი. მინისტრის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პროვოკაცია და ძალადობა დაუშვებელია.

„მთავარია პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოებში იყოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს გასატარებელი - ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რაც სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, სადაც ეს გამოწვევები ფიზიკურად ასე ახლოსაა“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო