გიორგი კაპანაძე  გაათავისუფლეს

„პრესა.ჯი“-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე გათავისუფლებულია. მან პოლიციის განყოფილება დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, 13:00 საათისთვის, ზუგდიდში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ამავე დროს დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

„მოგვიანებით, დაახლოებით 15:00 საათზე, ზუგდიდში, სოხუმის ქუჩა, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გიორგი კაპანაძემ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. პოლიციამ გიორგი კაპანაძე დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. ფაქტზე აღნიშნული მუხლებით გრძელდება ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, - აცხადებენ შსს-ში.

გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა გიორგი კაპანაძემ.

„გახარიამ პოლიციელები აქცია ჩვეულებრივ კრიმინალებად და მათ მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას და დაახლოებით 15 პოლიციელი მოვიდა. ოპერატორის, ჟურნალისტის და ჩვენი მეგობრების თვალწინ პროვოკაცია მოაწყვეს, თითქოს მე მათ რაღაც სახის წინააღმდეგობა გავუწიე, თითქოს არ დავემორჩილე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს