ბექა ოდიშარია - ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც პროვოკაციებს დააპირებს, აუცილებლად დაისჯება

სამწუხაროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ექსცესებს, გარკვეული პროვოკაციების მცდელობას, თუმცა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე არჩევნები მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ ღირსეული არჩევანი გააკეთონ. ამასთან, ოდიშარიამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმა არაერთი შეფასება. როგორც ჩანს, ბოლო საათებში მწვავდება საარჩევნო პროცესი და საუბარი იყო, მათ შორის, ღირსებაზეც. მეც ვისარგებლებ ამ შემთხვევით, ამ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული ადამიანი წარმოვუდგინეთ ჩვენ მთაწმინდელებს. მართლაც, ბევრია ღირსეული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ შესაფერი მთაწმინდისთვის და მთაწმინდელებისთვის არის ლადო კახაძე, რომელიც არის განსახიერება ერთგულების, კეთილშობილების, შრომის, შრომისუნარიანობის და ადამიანი, რომელიც მუდმივად, მთელი ცხოვრების გზაზე იყო ხალხის სამსახურში. დარჩენილია ორ საათზე ცოტა მეტი. მინდა გთხოვოთ განსაკუთრებული აქტიურობისკენ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არჩევანის საშუალება კვლავ ძალაშია და ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, რომ აუცილებლად დაისჯება და აუცილებლად აგებს სრული სიმკაცრით პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს