მამუკა მდინარაძე - მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქშია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, მეორე ტურის ალბათობა შემცირდება.

„რა თქმა უნდა, არის მეორე ტურის ალბათობა, მათ შორის ორ ოლქში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლებას, რომ თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები და ზოგადად ამომრჩევლები, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რომელი ორი ოლქია, სადაც შუალედური არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი და გულისხმობს თუ არა მამუკა მდინარაძე ზუგდიდს და თბილისს, მდინარაძე პასუხობს, რომ წინასწარ ზედმეტი პროგნოზების გაკეთება საჭირო არ არის.

მდინარაძის განმარტებით, საღამოს გარკვეული მონაცემები უკვე ექნებათ და როგორც კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, მედიას და საზოგადოებას მიაწვდიან. ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ამ დროის ინფორმაციით, ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო