ცესკო -  17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 68 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 68 საჩივარი, რომელთა ძირითადი ნაწილი მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მათი უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 68 საჩივარი. მათგან ზუგდიდში - 30, მარნეულში - 20, ზესტაფონში 5, ხულოში - 11, ოზურგეთში 1, თბილისში, მთაწმინდაზე -1.

საჩივრების ძირითადი ნაწილი შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, მარნეულის ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამავე უბანზე გაძევებულ იქნა დამკვირვებელი გადაღების წესის დარღვევის გამო. მისი მხრიდან მცდელობა იყო, რომ გადაეღო სამაგიდო სიები და საარჩევნო კაბინა. გარდა ამისა, მისი მხრიდან იყო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა