ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულში „ნაცმოძრაობის“ წევრს უბანი საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო დაატოვებინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გაძევებასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებას აკეთებს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პიროვნება კენჭისყრის პროცესს ხელს უშლიდა და ქაოსს ქმნიდა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.

„რაც შეეხება მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანს, ჩვენი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა და გაატარა რეგისტრაციაში, თუმცა ამ წარმომადგენელს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო, საარჩევნო უბანი დაატოვებინეს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა