ირაკლი ჩიქოვანი - აქტიურობა ოპონენტებს პროვოკაციებისა და არეულობის მოწყობის შანსს არ დაუტოვებს

გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი, აქტიურობა ოპონენტებს პროვოკაციებისა და არეულობის მოწყობის შანსს არ დაუტოვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდისა და ქვეყნის არევა არ გამოუვა.

„მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ 2 საათი და ძალიან მნიშვნელოვანია, განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა. სწორედ ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები, არეულობა და დესტბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება. დარწმუნებულები ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებსა და ქმედებებს. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის ყოველგვარ გეგმას. ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს, ყველა დავიცავთ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას, წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. დღეს ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის, გეგა შენგელია კი მიდის გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ზოგი ადამიანი არჩევნების მიმდინარეობას ხელს უშლის.

„უბნებზე გადაადგილებისას, ალბათ დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებული, ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ასევე ისიც, რომ მათ კარგად არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა. დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ხმების სწრაფ დათვლას“, - აღნიშნა "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო