ზუგდიდის #5 უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ამომრჩეველი - ხმის მიცემის უფლება არ მომცეს, ნასვამი თუ ვარ, საჭესთან ხომ არ ვზივარ?

ზუგდიდის #5 უბანზე ნასვამი მამაკაცი არ შეუშვეს. როგორც უბნის თავმჯდომარე ანა თოდუამ განმარტა, ის ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს არ დაემორჩილა.

მისივე თქმით, მამაკაცი ყუთთან მისვლას აპირებდა, თუმცა უბნიდან გააძევეს.

თავის მხრივ, მოქალაქე ამბობს, რომ მას ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.

„ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? რა გინდათ? არჩევნებზე არ უნდა მოვსულიყავი? წადიო, ასე მითხრეს“, - განაცხადა მამაკაცმა, რომელიც უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: "მერე რა, საჭესთან ხომ არ ვარ?!" - ზუგდიდში საარჩევნო უბანზე ნასვამი მამაკაცი არ შეუშვეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო