გიორგი ვაშაძე - ვიწყებთ სტრატეგიას რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად

ვიწყებთ სტრატეგიას რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად, - ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევენებში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ხმების გაბათილების საშუალება არ მისცენ.

„ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, ჩვენ დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში, ასევე მეორე ტურს ველოდებით რამდენიმე რაიონში, მაგრამ ახლა მთავარი არის და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და დამკვირვებლებს: ვიწყებთ სტრატეგიას, რომელზეც დიდხანს გვაქვს ნამუშევარი - სტრატეგია რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად. შეგახსენებთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს 1500 ბიულეტენი გაგვიბათილა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ბიულეტენი ტყუილად გააბათილონ. მათი დავალება არის, რომ ჩვენი ხმები გადაყარონ. ჩვენთვის მთავარია თითოეული ბიულეტენის დათვლა და თითოეული ხმის მიტანა საბოლოო ოქმში. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დღის განმავლობაში აღვკვეთეთ არაერთი უკანონო და უმსგავსო ქმედება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და არამარტო ზუგდიდში, ასევე ზესტაფონში და მარნეულში ჩადიოდა, ეს შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან: მოსყიდვა, დაშინება, კორიდორი საარჩევნო უბნებთან, რომ ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ. დარწმუნებული ვართ, რომ ამან თავისი შედეგი ვერ გამოიღო. ასე რომ, გამარჯვების დაფიქსირებამდე ძალიან ცოტა დარჩა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო