ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კომისიამ კანონით იმოქმედა, ბოკუჩავას არ მისცა უფლება ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი შენობაში

კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, თინა ბოკუჩავას არ მისცა შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში, - ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მან განმარტებები გააკეთა,თუ რატომ არ შეუშვეს ბოკუჩავა მე-9 საარჩევნო უბანზე.

"მინდა აღვნიშნო, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამის კომისიებში, ჰქონდა შესაბამისი აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა შესვლის უფლებამოსილება. ქალბატონ თინათინს ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება,რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ცესკოში შეუძლია საარჩევნო სუბიექტი წარმოადგინოს და მისი ინტერესები დაიცვას. მოცემულ შემთხვევაში, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა თინათინმა მიმართა მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის დათვლის პროცედურებზე დასწრების თვალსაზრისით. როდესაც კომისიამ გადაამოწმა, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რაც გამოიხატა იმით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა - კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად. არ მისცა მას შესაძლებლობა ყოფილიყო როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა