"ევროპული საქართველოს" წევრი - მარნეულის საოლქო კომისიის ხელმძღვანელობა უფლებას არ გვაძლევს, გავხსნათ ტომრები და ვნახოთ, რა მდგომარეობაშია  დოკუმენტაცია

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა არ გვაძლევს უფლებას, გავხსნათ ტომრები და ვნახოთ, რა მდგომარეობაშია შიგნით დოკუმენტაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ქმედება დანაშაულია.

„საუბნო საარჩევნო კომისიიდან წამოსული დალუქული დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა ანახონ საოლქო საარჩევნო კომისიაში მყოფ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ასევე პარტიის წარმომადგენლებს. აღნიშნული დოკუმენტაცია ჩალაგებული არის სპეციალურ ტომარაში, რომელსაც აქვს წებოვანი ლენტი შემოხვეული და საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა არ აძლევს შესაძლებლობას მათ, რომ ნახონ რა დოკუმენტაცია ჩამოვიდა საარჩევნო უბნებიდან. აქედან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა და ეჭვი, რომ ტომრებში ეს დოკუმენტაცია არ არის დაფარული. ამ ეჭვს გვიმყარებს ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა არ გვაძლევს უფლებას გავხსნათ ტომრები და ვნახოთ რა მდგომარეობაშია შიგნით დოკუმენტაცია.

საუბარი არ არის ხმების გაყალბებაზე. საუბარია დოკუმენტების კანონის შესაბამისად დალუქვაზე. რატომ აკეთებენ ამას, ამის მიზეზს ვერ გვეტყვიან, რადგან ამ ქმედებას გამართლება არ აქვს, ის უბრალოდ კანონდარღვევაა", - განაცხადა დონაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარს წერენ.

"ამასათან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ასევე პარტიის წარმომადგენლობა წერენ საჩივარს. მე როგორც საარჩევნო კომისიის წევრმა, საქმის კურსში ჩავაყენე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ახლა ველოდებით რეაგირებას", - განაცხადა დონაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო