ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც ყველა უბნის მონაცემია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 28088 ხმა.

მეორე ადგილზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევია 11,49%-ით. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, საიდანაც დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა