„ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი ფეხბურთელების დაკავებაზე - მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა

მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა, - ამის შესახებ „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ

ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით lelo.ge -ს განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა.

„მე თბილისში ვარ, არ წავსულვარ თამაშზე. სავარაუდოდ, უფრო მეტი რამ ორშაბათისთვის გაირკვევა", -განაცხადა „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა -2:0. თუმცა, გასახდელში შესული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

„ერთი წყაროს ინფორმაციით დაკავებულია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე.არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება "რუსთავთან" გამართული ამასწინანდელი მატჩის შედეგით მანიპულირებას: "ვიტ ჯორჯია" 76-ე წუთამდე 2 ბურთით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 2:3 დამარცხდა“, -წერს lelo.ge.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო