„სამართლიანი არჩევნები“ 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმები ასე გადანაწილდა: #41 ვლადიმერ კახაძემ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 41.0% მოიპოვა. #13 შალვა შავგულიძემ - „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ - ამომრჩევლის 36.8% -ის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. დამოუკიდებელმა კანდიდატმა #42 ლევან იოსელიანმა - 6.5% მიიღო. #35 გერმანე საბომ - „გირჩი“ - 4.8% მოიპოვა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა - #45 გრიგოლ გეგელიამ - 3.1%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. #43 კობა დავითაშვილმა - 2.9% მიიღო. #44 სოფიო ხორგუანმა კი - 2.6% მხარდაჭერა მოიპოვა.

რაც შეეხება #22 მარნეულის საარჩევნო ოლქს, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა. ხმები კი პროცენტულად ასე ნაწილდება: #41 ზაურ დარგალი - „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ - 78.6%; #5 აგილ მუსტაფაევი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 11.5%; #2 აკმამედ იმამკულიევი - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ - 7.5%; #42 ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი - 1.2%;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქშიც მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს: #41 გიორგი შენგელია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 54.2%; #5 სანდრა ელისაბედ რულოვს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8%;

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა