კახა კალაძე - ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნებმა, საერთო ჯამში, მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო.

"საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზეგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები. ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია "ქართული ოცნების" წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი. არის მეორე ტური. კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. ვნახეთ, რომ აქტივობა იყო დაბალი, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ გამარჯვებას",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე: იყო თუ არა მობილიზებული მთაწმინდის რაიონში ყველა უბანზე ე.წ. ძველი ბიჭები, კალაძემ განაცხადა, რომ "ეს არის ტყუილი".

"რუსთავი 2" მთელი დღის განმავლობაში სამწუხაროდ, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, საუბრობდა იმაზე, თითქოს იყო მოსყიდვა არა მხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ზუგდიდშიც, თუმცა ერთი ფაქტიც ვერ დადეთ. ეს იყო არასწორად გავრცელებული ინფორმაცია",- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს