ხულოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - „ნაციონალურ მოძრაობას" „ჩაო“-ს ვეუბნები

„ნაციონალურ მოძრაობას" „ჩაო“-ს ვეუბნები, - ეს განცხადება ხულოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მერობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტში უპირველესად წყლის პრობლემას მოაგვარებს.

„ხულოს ყველა ამომრჩეველს მადლობას ვუხდი. მე ვიქნები ყველას მერი. პირველ რიგში მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ცესკოს პირველადი შედეგებით, ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 პროცენტი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა