კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა 39 % მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს“

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი რესპონდენტების უმეტესობა - 66 % ფიქრობს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს. სწორედ ასეთია მათი პასუხი შეკითხვაზე, რატომ არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 41 %-ის აზრით - „ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს“, 17 % მიიჩნევს, რომ „ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს“, 14 %-ის ფიქრობს, რომ „ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს“, 12 % - „ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას“.

რაც შეეხება იმ გამოკითხულებს, რომლისთვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღები არ არის, მათი 39 % საკუთარი პოზიციის მიზეზად ასახელებს იმას, რომ „ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან“, 31 % ამბობს, რომ „რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა ურჩევნია“, 19 %-ის აზრით, „ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას“, 9 % მიიჩნევს, რომ „ეს არარეალისტურია და არასდროს მოხდება“, 7 %-ის თქმით კი, „ეს ავნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს“, 4 % ფიქრობს, რომ „ეს საშუალებას აძლევს დასავლეთს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“, ასევე 4 %-ის პოზიციით კი, „ეს ავნებს ქართულ ეკონომიკას“. გარდა ამისა, 4 %-ის აზრით, „საქართველოს ამით რეგულაციების დიდი ტვირთი დააწვება“, 3 % ფიქრობს, რომ „საქართველო ისტორიულად ევროპას არ მიეკუთვნება“, ასევე 3 %-ის აზრით, „იმიტომ, რომ ეს მიუღებელია იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც მხარს უჭერს“.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა