ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს - სანდრამ სწორედ ეს თქვა

ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს, - ასე შეაფასა სანდრა რულოვსის გუშინდელი კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ყველა კანონიერი ქმედება არის გამართლებული ხელისუფლების შეცვლისთვის.

"სანდრამ თქვა ძალიან კარგად, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების სისტემას. არჩევნების გაყალბება არ იწყება არჩევნების დღეს, არჩევნები ყალბდება დაშინებით, მოტყუებით, სოციალური დახმარების მოხსნით და სუს-ის პროვოკაციებით, ამიტომ ბრძოლის გაგრძელება ნიშნავს ყველა ეფექტური მექანიზმის გამოყენებას. ჩემთვის კონკრეტულად ეს არის ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაცია, თუ რატომ არის ეს რეჟიმი დიდი საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზუსტად ეს თქვა სანდრამაც, ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს, თუნდაც იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემა დამტკიცდეს ქვეყანაში. მე ვარ მომხრე ყველა კანონიერი მექანიზმის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს