მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე შიდა დაპირისპირება აქვთ, რომელი მხარე უფრო დესტრუქციული იქნება - ეს შიდა დაპირისპირება ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დესტრუქციის გარეშე და ერთმანეთს ეჯიბრებიან, უკვე შიდა დაპირისპირება აქვთ, რომელი მხარე უფრო დესტრუქციული იქნება. ეს შიდა დაპირისპირება ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სანდრა რულოვსისა და ნიკა მელიას მიერ გუშინ რევულუციურ სცენართან დაკავშირებით გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების შეფასებისას განუცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არც გამარჯვების და არც დესტრუქციული ქმედებების განხორციელების შანსი არ აქვს და აღნიშნულზე საზოგადოებამ მათ პასუხი გუშინ ნათლად გასცა.

„პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს პოლიტიკური მომავალი დესტრუქციით და ტყუილებით შეიქმნას, ბუნებრივია, პერსპექტივა და შანსი გამარჯვების ამ ქვეყანაში ნაკლები აქვს.

ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი წარსულიდან და დღევანდელობიდან, დესტრუქციაზე და ტყუილებზე აგებული გეგმებიდან გამომდინარე, არც გამარჯების შანსი აქვს არასდროს ამ ქვეყანაში და არც დესტრუქციის ასრულების, რადგან ქართული საზოგადოება ამაზე ადეკვატურ პასუხებს სცემს, როგორც ეს გუშინ გააკეთა ქართველმა ხალხმა. არავის არ ეშინია მათი ასეთი დამუქრებების, რომლებსაც ასრულება ნამდვილად არ უწერია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილება სახეზეა.

„ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით, უბრალოდ ზედაპირზე გუშინ ამოვიდა. ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო პრაქტიკულად ქმედით ტყუილს იტყვის იმისთვის, რომ შედეგი მიიღონ, მაგრამ ამ შედეგების შანსი არ აქვთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება 19 მაისის არჩევნების შეფასებას, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუშინდელი გამარჯვება არ მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო და ხალხი ყოველთვის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა