ხატია დეკანოიძე - მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად!

მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ ღარიბაშვილს, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოძე მოუწოდებს მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება.

"მე, როგორც ქალმა პოლიტიკაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ქალი პოლიტიკაში თავდასხმის ობიექტი, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ და დავგმოთ, წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ხორციელდება ქალების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არის კომიკური, კარიკატურული ფიქურა და მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი მივმართავ მას, ქალები გჯობივართ ბევრად, ზუსტად ამ სექსისტური განცხადების გამო,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა