კახა კუჭავა - გუშინდელმა არჩევნებმა სამაგალითოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა - ეს არის მთელი ქვეყნის მიღწევა

გუშინდელმა არჩევნებმა ნამდვილად სამაგალითოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ეს არის მთელი ქვეყნის მიღწევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კუჭავამ არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

კუჭავას თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ კვლევები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, იყო აბსოლუტურად მცდარი და იმ რეალობას სცდენილი, რომელიც გუშინ ქართველმა მოსახლეობამ დააფიქსირა.

„მაგალითად: ჭიათურის შემთხვევას თუ გავიხსენებთ იქ ერთი საჩივარი და დარღვევაც არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ შედეგები, თუ რა დაფიქსირდა რეალურად და ეს იყო ხალხის მხრიდან პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდებოდა არჩევნების წინ“,-აცხადებს კუჭავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა