„ტექნოპარკში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები“ გაიმართა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით „ტექნოპარკში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის კიდევ უფრო ზრდა და მათი პოტენციალის ქართული განათლების სისტემის რეფორმირებაში რეალიზაცია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, კონფერენციაზე ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის განათლების ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მოხენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს.

მათივე ინფორმაციით, მოხსენებები შეეხებოდა დოქტორანტურის საფეხურზე გასაუმჯობესებელ საკითხებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიმდანარე რეფორმას, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმებსა და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა