„ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-ი ინფორმაციის გავრცელებას დღეს გეგმავს

„ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-ი ინფორმაციის გავრცელებას დღეს გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა ედება ბრალად. სუს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელ თამაშებთან დაკავშირებით არსებობს ფაქტები, რომ ისინი გარიგებულია.

სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, „ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს. ფეხბურთელების დაკავება ბათუმის „დინამოსთან“ თამაშის შემდეგ გასახდელში მოხდა.

„ერთი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი, მეორე წყაროს ინფორმაციით - ექვსი მოთამაშე. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის“, - წერს lelo.ge.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო