m²-მა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიებისთვის მიღება გამართა და სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია წარადგინა

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია m²-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულების კონცეფცია წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ m2-დან აცნობეს, ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების ფარგლებში არის 377 მილიონი ლარი. ამასთანავე, m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.

„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული: 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125-ნომრიანი სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე; გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. დაწყებულია 125-ნომრიანი „რამადა ქუთაისის“ მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას მესტიაში, თელავში, ახაშენსა და ზუგდიდში. ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში, ქვეყანას ყველა რეგიონში ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია, არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებსაც და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯსაც, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ გულედანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო