Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

"თიბისი ბანკის" ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. „თიბისი“ ჯგუფის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

როგორც "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, პლატფორმა მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესშია. შესაბამისად, ვებგვერდს ყოველდღიურად ემატება ახალი პროდუქტები, სერვისები და ფუნქციები. მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და ბიზნესი გააფართოვონ.

"ელექტრონული კომერციის აპლიკაცია „ვენდი“ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოს რეალობისათვის. „ვენდუ“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ქართველ მწარმოებლებს თავიანთი საქონლის რეალიზაციას სთავაზობს სივრცეში. მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქტი განათავსონ და შესაბამისად, აპლიკაციის საშუალებით, მოახდინონ რეალიზაცია. მეორე მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ქართველ მომხმარებელს, საქონელი სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ და ეს იქნება ძალიან კომფორტული მომსახურება.

ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მაღალხარისხიანი მომსახურება და სიახლეები შევთავაზოთ აპლიკაცია "ვენდუს" საშუალებით," - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას გაუწევენ.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციის მართვის დირექტორის და პროექტის მენეჯერის, ამირან შეროზიას განმარტებით, მათი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობაა.

„ფაქტობრივად, ჩვენი ყველა მომწოდებელი ქართველი მეწარმეები არიან, რომლებიც სხვადასხვა ბრენდისა თუ სხვადასხვა მომწოდებლის წარმომადგენლები არიან საქართველოში და ახორციელებენ ამ პროდუქციის იმპორტს და შემდგომ ქვეყანაში მიწოდებას. ჩვენ დავეხმარებით მათ, როგორც ციფრული მარკეტინგის კუთხით, ასევე სხვა საოპერაციო საკითხებში, რომ მათ გაამართლონ თავიანთი ონლაინ ბიზნესი,“ - განაცხადა ამირან შეროზიამ.

„ვენდუს" გენერალური დირექტორის ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, საწყის ეტაპზე „ვენდუზე“ 3 კატეგორიის - ელექტროტექნიკა, ბავშვის მოვლისა და თავის მოვლის საშუალებები, ჯამში 7000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახელების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებგვერდზე ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის - ეზოსა და სახლის ინვენტარის მიმართულებით.

მისივე თქმით, Vendoo გამოირჩევა ნივთის დაბრუნებისა და ახალი პროდუქტის ჩანაცვლების განსაკუთრებული პირობებით. ასევე, მომხმარებლებს, რომლებიც ვენდუზე 1-ელ ივნისამდე დარეგისტრირდებიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

"პირველ ივნისამდე ის მომხმარებელი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და "ვენდუზე" მინიმუმ ერთ პროდუქტს შეიძენს დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, რომ გატესტოს საიტი და თავისი მოსაზრებები გაგვიზიაროს. ჩვენი გუნდი არის ძალიან ინტერაქტიული და კომუნიკაბელური თითოეულ მომხმარებელთან. შესაბამისად, ნებისმიერი სახის რჩევა გათვალისწინებული და ასახული იქნება ჩვენს საიტზე.

2019 წელი მთლიანად საქართველოს ბაზარს დაეთმობა იმისთვის, რომ „ვენდუ“ დაიხვეწოს და მთლიანად პასუხობდეს საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომლებიც დღეს საერთშორისო ბაზარზეა. 2020 წელი უკვე ექსპანსიის წლად იგეგმება. გვინდა, რომ „ვენდუს“ პლატფორმა გავიტანოთ რეგიონში. მინიმუმ ორი ქვეყანა განიხილება - უზბეკეთი და აზერბაიჯანი. პირველ ეტაპზე გვინდა, რომ რეგიონში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი და შემდგომ უკვე საერთაშორისო ბაზარიც მოვსინჯოთ," - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

ვენდუს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Vendoo.ge

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის