ვლადიმერ ზელენსკი - კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში

ჩვენ ავაშენებთ ახალი შესაძლებლობების ქვეყანას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სადაც არის თამაშის გამჭვირვალე და სამართლიანი წესები ყველასთვის, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მთავრობაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან.

„მე არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში იყოს ჩემი პორტრეტები, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის არც ხატი და არც კერპი. ამის ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვლადიმერ ზელენსკი დღეიდან უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

იხილეთ ვიდეო: "კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო