თამარ ჩუგოშვილი - მიხარია, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ რევოლუციური სცენარები არც ქვეყანას წაადგება და არც მხარდაჭერას მოიპოვებს

მიხარია, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად აფასებენ მდგომარეობას და ხვდებიან, რომ რევულუციური სცენარები, ქვეყანის „ადუღება" და ა.შ. არც ქვეყანას წაადგება და არც მხარდაჭერას მოიპოვებს ქართველებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების სანდრა რულოვსისა და ნიკა მელიას მიერ რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, უკვე მორიგ ჯერზე ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ განხეთქილებას აქვს ადგილი. ჩუგოშვილის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებებია, რომელიც მას საკუთარი პარტიისა და ქვეყნის მიმართ აქვს. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, რომ დესტრუქციული და უკანონო ქმედებები უპასუხოდ არ დარჩეს.

„გუშინ გავრცელდა ჩანაწერები და ეს მოგვიანებით ყოფილმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რა იქნებოდა არჩევნების შედეგები. ისინი აპირებდნენ, ჯერ ზუგდიდის "ადუღებას", შემდეგ აჭარის და მთელი საქართველოსი. ამას აცხადებენ ყველა არჩევნების დროს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება. ქართველს ხალხს მშვიდი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება სჭირდება. ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის რიტორიკა სრულიად აცდენილია მოსახლეობის მოთხოვნებს",-აცხადებს ჩუგოშვილი.

რაც შეეხება 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შეფასებას, თამარ ჩუგოშვილმა მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და კანდიდატებს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საარჩევნო პროცესების წარმართვაში იყო ჩართული. ჩუგოშვილის თქმით, რამდენიმე ადგილას და განსაკუთრებით ზუგდიდში იყო პროვოკაციების მცდელობა, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყებამ, განსაკუთრებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შს სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავეს და პროვოკაციებს გაუმკლავდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის საჭიროება დემოკრატიული პროცესის ნაწილია. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურამდე ორივე პოლიტიკური ძალა მოემზადება, რომ სწორედ მისი კანდიდატი გახდეს გამარჯვებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა