სანდრა რულოვსი ნიკა მელიას განცხადებაზე - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

რულოვსის თქმით, ყველას აქვს არჩევანი და ყველა გააკეთებს არჩევანს.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, ამაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ისიც არის ამავე პოლიტსაბჭოს წევრი.

„პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი