ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თეიმურაზ პირველაშვილი თავდაპირველად გაფიცულ მაღაროელებს, შემდეგ კი სს „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„სააგენტოს წარმომადგენელმა მოისმინა გაფიცულთა მოთხოვნები. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, ძირითადი უკმაყოფილება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მაღარო არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო პუნქტით, პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებითა და საგნებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროს თანამშრომლები და ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან კერძო სამედიცინო დაზღვევით, ვერ ახერხებენ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

მაღაროელთა პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, შეხვედრა შედგა სს „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შენიშვნების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე