საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს, ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო და სატრენინგო პროექტებისა და გეგმების შესახებ, სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრა, პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად იყენებს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის გამოყენებას იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში კი ტურიზმის სექტორს, საშუალება ჰქონდეს, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, მათ სექტორში დაგეგმილი პროექტების და აქტივობების შესახებ. ტურიზმის სფეროში, კვალიფიკაციის კუთხით არის გამოწვევები და ისინი, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.“-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიების მომონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ. ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, პრეზენტაციით წარსდგა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიან ქვრივიშვილი.

ღონისძიებაზე საუბარი შეეხო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი, უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ, რომელიც კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებსა და გეგმებზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული მომზადება/გადამზადების კუთხით. შეხვედრას, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმრო ბიზნესის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ღონისძიების ბოლოს, დისკუსია და კითხვა-პასუხი გაიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია