“ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის წინააღმდეგ სპეციალური დადგენილების და რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას სთავაზობს

“ევროპული საქართველო“ პარლამენტს რუსეთის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ამავე საკითხზე “ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა სერგი კაპანაძემ და გიორგი კანდელაკმა რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისათვის უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

დადგენილების პროექტი განსაზღვრავს საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ძირითად წყაროებს (რუსული სახელმწიფო ფონდები და მათთან დაკავშირებული სუბიექტები, ტელევიზიები, ახალი ამბების სააგენტოები და სოციალურ მედია) და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობის მისამართით რეკომენდაციებს გასცემს.

რაც შეეხება კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს “შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან არ განახორციელონ რაიმე სახის შესყიდვა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც ემსახურება ომისა და ძალადობის პროპაგანდას, მოწოდებულია არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ ან ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ამავე პროექტით, სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან 3 თვეში ერთხელ გაასაჯაროვონ იმ მედია-საშუალებების სია, რომელთაგან რაიმე სახის შესყიდვას ახორციელებენ.

“რეკლამის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სპონსორთა წრე ზუსტდება. პროექტის მიხედვით, რუსეთის მთავრობას ან მის წარმომადგენელს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომელთა მოქმედი ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაციის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი, სპონსორობის განხორციელება შეეზღუდებათ.

“ევროპულმა საქართველომ“ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებიც მოამზადა. კანონპროექტის მიღების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ან მასთან დაკავშირებულ სუბიექტს მაუწყებლის დაფინანსება აეკრძალება. თავის მხრივ, მაუწყებელი ვალდებული იქნება პროაქტიულად გახადოს საჯარო იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან მასში რეგისტრირებული იურიდიული პირები და რომელთა დაკვეთითაც მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსდა რეკლამა, ტელეშოპინგი, განხორციელდა სპონსორობა ან შემოწირულობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა